Playcast

Открытка (плейкаст) «ქუთაისო ჩემო»

besuas , 1 апреля 2014 года, 0:20


Изображение для плейкаста
მშვენიერო ქუთაისო,
სავარდო და სამაისო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?
შენი ციხე-გალავანი
ბევრჯერ სისხლით განაბანი
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?
თავს დაგყურებ აოხრებულს,
ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!
ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,
ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!
ეგ ფაზისი თავმომწონი,
სახეცვლილი დროს მომგონი?
აგონდება ოქროს კრავი
ვით ქონება რამ უძრავი
და მრისხანე ძვირდებზედაც
არგო,ფრთხილად მომცურავი?
შიგ იაზონ ელინების,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეიას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?
სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა
მწუხრის ზეწარს დაუფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!…
გარბის შენგან მგლოვიარე,
ცრემლით ირწყვის არემარე
და შავს ზღვასვე შეჰღრიალებს:
“ჩემი ტანჯვა მიიბარე!”
მაგრამ,ჩემო ქუთაისო,
შენაკავშირ-შენათვისო,
მოთმინება,მოთმინება,
სევდით გული არ აივსო!…
ჩემი ქუთაისი
წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალო ქარო,
თუ  მაისის ქუთაისმა
გკითხოს, ვინა ხარო,
უპასუხე,რომ სუნთქვა ხარ
არ უთხრა კი-ვისი,
ისიც იგრძნობს ქუთაისი,

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის განათებას.

ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

ღამდება ასე, დაეცა ქვიმა
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამოინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გძა დამღუპველი.

ახლაც სიმშვიდე არ მეკარგება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო,ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.

Звук:ჰიმნი ქუთაისს — ჰიმნი ქუთაისს К себе
Изображение: kutaisi — kutaisi
Текст:ქუთაისო ჩემო